ბრიუსელის აეროპორტი 12 მარტს რეისებს არ ...

ბრიუსელის აეროპორტმა გამოაცხადა, რომ 12 მარტს დაგეგმილი ეროვ...

Image

ბრიუსელის აეროპორტი 12 მარტს რეისებს არ მოემსახურება

ბრიუსელის აეროპორტმა გამოაცხადა, რომ 12 მარტს დაგეგმილი ეროვნული გაფიცვის გამო, ამ დღეს გამგზავრების რეისები არ შესრულდება – უსაფრთხოებისა და ბარგის მომსახურების პერსონალის გაფიცვა ზავენტემის აეროპორტიდან გამგზავრების მსურველთა მომსახურებას შეუძლებელს გახდის.

„ამ დღეს სერიოზულ სირთულეებს ველოდებით“, – აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. აეროპორტის წარმომადგენლების თქმით, გამგზავრების რეისების შეჩერების საკითხი ავიაკომპანიებთან უკვე შეთანხმდა და ეს გადაწყვეტილება ჩამოფრენის რეისებზეც იმოქმედებს. პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეფერხებები, შესაძლოა, უკვე 8 მარტიდან დაიწყოს. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება შარლერუას აეროპორტში.

ბელგიის პროფკავშირების მიერ გამოცხადებული 12 მარტის გაფიცვა იმ მოთხოვნებს უკავშირდება, რომლებიც ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის მთავრობის ფორმირების დროს წამოაყენეს. ბიუჯეტის შემცირებისა და საპენსიო პირობების შეცვლის განზრახვის გამო, გასულ წელს ბელგიაში შვიდი ეროვნული გაფიცვა მოეწყო, რომელთაგან ზოგიერთი ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდა.

წყარო: 1 არხი


Post author: travelnews.ge