„მსოფლიოში არსებული კურორტები, ~ უსაფრთხ...

ირანის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ თავს დაე...

Image

„მსოფლიოში არსებული კურორტები, ~ უსაფრთხო აღარ იქნება“

ირანის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან აშშ-iსა და ისრაელის ოფიციალურ პირებს, არმიის მეთაურებს მაშინაც კი, როდესაც ისინი შვებულებაში ან გასართობ ცენტრებში იქნებიან.

აღნიშნულის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ განაცხადა.

„ვაკვირდებით თქვენს მშიშარა ჩინოვნიკებსა და მეთაურებს, პილოტებსა და ბოროტ ჯარისკაცებს. ამიერიდან, თქვენ შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მსოფლიოში სასეირნო ბილიკები, კურორტები და ტურისტული, გასართობი ცენტრები თქვენთვის უსაფრთხო აღარ იქნება“, – განაცხადა აბოლფაზლ შეკარჩიმ.

1tv.ge


Post author: travelnews.ge