- 2026-03-23 16:08:03
ქართველი ვიზიტორები ყველაზე მეტს იტალიაში ხარჯავენ
ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საქართველოდან ვიზიტორების თვის დანახარჯები შემცირებულია.
სებ-ის სტატისტიკით, იანვრის საბარათე ტრანზაქციები (ქართული ბარათებით), სულ,794 მლნ ლარამდეა (L/m – 896 მლნ; 11/2025 – 897 მლნ; 10/2025 – 912 მლნ).
ყველაზე მეტი ქართველებმა იტალიაში დახარჯეს. ქვეყნის ტერიტორიაზე პოსტერმინალებით 28.5 მლნ ლარის ეკვივალენტის ოპერაციები შესრულდა. იტალიას მცირედით ჩამორჩება საფრანგეთი (₾27.8 მლნ) და ესპანეთი (26.7 მლნ).
განაღდებებით ლიდერობს გერმანია, 10 მლნ ლარზე მეტი მოცულობის, ნაღდი ფულის გატანის, 8 300 ოპერაციით.
ელექტრონული კომერციით კი ბრიტანეთი, 107 მილიონი ლარის (ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) 350 000 – ზე მეტი ტრანზაქციით. II პოზიციაზეა აშშ (80.4 მლნ-ის 1.1 მლნ ოპერაცია), III ნიდერლანდებია 39,2 მლნ ლარის ქეისით (156 000 შესყიდვა).
1m/2026 იტალია 28 500 000საფრანგეთი27 758 000ესპანეთი26 743 300თურქეთი 19 209 000 გერმანია 18 795 400აშშ 13 421 300
წყარო: სებ
Gbc.ge
Post author: travelnews.ge