საქართველომ Best Discovery კატეგორიაში პ...

საქართველოს ტურისტული მიმართულება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ...

Image

საქართველომ Best Discovery კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა

საქართველოს ტურისტული მიმართულება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გამართულ ფორუმზე პირველ ადგილზე დასახელდა. საქართველომ ნომინაციაში „საუკეთესო აღმოჩენა“ გაიმარჯვა.

“m&i Transatlantic Vienna 2026”-ის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაცია მონაწილეობდა.  ფორუმზე ადმინიატრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.

ფორუმის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა შეხვედრები გამართეს წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ.

“m&i Transatlantic Vienna 2026”-ზე გამართული შეხვედრების შემდეგ მონაწილეებმა ტურისტული მიმართულებები და ორგანიზაციები შეაფასეს.  საერთაშორისო წამყვანი კომპანიების გადაწყვეტილებით ხმების უმრავლესობა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მიიღო.  

“m&i Transatlantic Vienna 2026”-ზე უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალით,  საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების მოწყობის შესაძლებლობით. 


Post author: travelnews.ge